LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს: უკრაინის გენშტაბი

52
რუსული სამხედრო ტექნიკა

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, რვა ტანკი და ექვსი ავტომობილი.

„ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში, დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათგან 31 სახლი. მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი დაიჭრა. რთული მდგომარეობა სევერდონეცკში, სადაც რუსეთის დაბომბვის შედეგად გუშინ 12 ადამიანი დაიღუპა.

ბრძოლა გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას და ზოგჯერ კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობს.

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში შეძლეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავის განადგურება. შავ ზღვაში რჩებიან რუსული გემები რის გამოც, უკრაინის სამხრეთით კვლავ ინტენსიური სარაკეტო დარტყმების სამიზნედ რჩება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g