უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის რეგიონში ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „Оникс“-ის ტიპის რაკეტების გასროლა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მოხდა.
„დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე ზღვისპირა სარაკეტო კომპლექსიდან გასროლილი ორი რაკეტა „ონიქსი“ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა ჰაერში გაანადგურა“, – ნათქვამია განცხადებაში.