LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა სამხედროებმა ომის დაწყების დღიდან დღემდე 34 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს: უკრაინის გენშტაბი

82
რუსული ტანკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ომის დაწყების დღიდან დღემდე 34 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ 170 რუსი ჯარისკაცი გაანადგურა.

უკრაინული ძალების მიერ სხვადასხვა რუსული ტექნიკაც განადგურდა.

„24 თებერვლიდან 25 ივნისამდე მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ასევე მოიცავს: 1511 ტანკს, 3645 ჯავშანტექნიკას, 764 საარტილერო სისტემას, 241 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 99 საზენიტო საბრძოლო სისტემას, 217 თვითმფრინავს, 184 ვერტმფრენს, 2560 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 14 საბრძოლო ხომალდს/ნავს, 626 უპილოტო საფრენ აპარატს, 60 ერთეულ სპეცტექნიკას, 137 ფრთოსან რაკეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g