უკრაინული მედია შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სოფელ ბოლშაია ალექსანდროვკაში რუსეთის საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძვირად ღირებული სამხედრო აღჭურვილობის და რაკეტების დიდი მარაგის გარდა, ლიკვიდირებულია 70-მდე რუსი სამხედრო.
არსებული ინფორმაციით, რაკეტა, რომელმაც „სმერჩის“ ჭურვების მარაგი გაანადგურა, საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.