სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.
ქარდავას ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში ცოტა ხნის წინ განხორციელდა.
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიცირებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.
შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, “ციხის ბუნტისა” და თანხის გაფლანგვის საქმეები.
ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.
13 სექტემბერს, მეგის ქარდავას ურკაინელმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა და მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველით თქმითქვე, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შევიდა და მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში უნდა მომხდარიყო