უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, სირია რუსეთს 40 000 დაქირავებულ მებრძოლს მიაწვდის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 150 სირიელი გადაიყვანეს რუსეთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ უკრაინის წინააღმდეგ ომში 15 მარტს; უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე გაგზავნის შეკვეთა ხდება.
3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, 100–ზე მეტი შეწყვეტილი ბავშვის სიცოცხლე, მიწასთან გასწორებული ქალაქები და კვლავ გაუტეხელი უკრაინელები – რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ომი
რუსეთი უკვე თითქმის სრულ ეკონომიკურ თუ სოციალურ იზოლაციაშია მოქცეული –ოკუპანტის სამხედრო, ტექნიკური და ადამიანური დანაკარგებიც საკმაოდ დიდია.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, სირიიდან რუსეთსა და ბელარუსში უახლოეს მომავალში მეტი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადატანა იგეგმება.
ანგარიშის თანახმად, სირიელი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი ამას ევროკავშირში არალეგალური ემიგრაციის შესაძლებლობად ხედავს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.