LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით, რუსეთის კი 11.3 %-ით შემცირდება – მსოფლიო ბანკი

78
1646157026_3

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება. ამასთან, ბანკის პროგნოზით, ომის შედეგები მთელი რეგიონის ეკონომიკაზე აისახება.

„ჩვენი ანალიზის შედეგები ძალიან დამაფიქრებელია. ჩვენი პროგნოზები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეცვალა რეგიონის პანდემიისგან აღდგენის ტემპი“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდემ.

რაც შეეხება რუსეთს, ბანკის პროგნოზით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, აგრესორის ქვეყნის ეკონომიკა წელს 11.3 %-ით შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება – მსოფლიო ბანკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g