LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

210
3c11c966c95c5cbc4815202f0f2ce9f9

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებენ.

„მტერი შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებს. მტერი კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევაზე, ახორციელებს ინტენსიურ სროლებს ჩვენი ძალების მიმართულებით, რათა განდევნოს ისინი და შექმნას პირობები სლოვიანსკზე შეტევისთვის. გრძელდება შეტევა ნოვოტოშკოვსკის მიმართულებით და თავდასხმის ოპერაციები რუბეჟნოეს, პოპასნაიასა და მარინკას ტერიტორიებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბი წერს, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსული არმია აგრძელებს აზოვსტალის ბლოკადას, სადაც მარიუპოლის მცველები არიან განლაგებულები, ასევე, იმყოფება 1000-ზე მეტი ჩვეულებრივი მოქალაქე. პარალელურად, რუსეთი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მათ შორის, შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავების გამოყენებით.

„მარიუპოლის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე და ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ქალაქზე,“- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, გასული დღის განმავლობაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინულმა ძალებმა მტრის რვა შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია რუსეთის 9 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული მანქანა, ტანკერი, სამი საარტილერიო სისტემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები