უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთში პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა იგეგმება. ინფორმაციას РИА Новости Спорт წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის სამობილიზაციო პროცესში ძირითადად რეგიონული სპორტული ფედერაციების ჩართვა იგეგმება, რის შესახებაც მათ მალე ეცნობებათ.
„თუ ექსპერიმენტი წარმატებულად იქნა აღიარებული და მოხალისეების საკმარისი რაოდენობა დაკომპლექტდება, არ არის გამორიცხული პროცესში მოსკოვის ფედერაციები ჩაერთონ“, – წერს РИА Новости.
ცნობისათვის, რუსეთში 21 სექტემბრიდან ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.