LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან – არესტოვიჩი ასახელებს, რამდენი რუსი ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში

52
არესტოვიჩი და რუსები

„რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები, ლუჰანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადაც „დანაკლისის აღმოფხვრაა“ აუცილებელი.

„პრიორიტეტული წესით, გაიწვევენ 35 წლამდე რიგითებსა და სერჟანტებს“ – რუსეთმა მობილიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა

განმარტებებში ასევე აღნიშნულია, რომ მობილიზაცია ეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსეთის მოქალაქეებს.

„მობილიზებულების ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს“, – დაამატა ალექსეი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, საომრად გაგზავნამდე, ჯარისკაცებს სრულყოფილ მოსამზადებელ კურსს არ გაატარებენ. როგორც არესტოვიჩი ვარაუდობს, მობილიზაციის პირველი ტალღის ფარგლებში, საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებისგან შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას