LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრიორიტეტული წესით, გაიწვევენ 35 წლამდე რიგითებსა და სერჟანტებს“ – რუსეთმა მობილიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა

70
C006D2D0-4BB4-4EBD-9CC1-7C7188EA07E6

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა.

BBC-ის ცნობით, გაწვევის ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

თუმცა, მათ, ვინც უკვე გაიწვიეს ან უწყება ჩააბარეს, შესაძლოა, საზღვარგარეთის პასპორტის გაცემაზე უარი უთხრან.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზაციის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება იმ პირებს, ვინ ცოტა ხნის წინ დატოვა საკონტრაქტო სამსახური.

ახალწვეულები შესაძლოა, რეზერვში გადაყვანის შემდეგ გაიწვიონ. ასევე, პრიორიტეტული წესით, გაიწვევენ 35 წლამდე რიგითებსა და სერჟანტებს, 50 წლამდე უმცროს ოფიცრებსა და 55 წლამდე უფროს ოფიცრებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გაწვევის ზღვრული ასაკი რიგითისა და სერჟანტებისთვის 50, უმცროსი ოფიცრებისთვის 60, ხოლო უფროსი ოფიცრებისთვის 65 წელია.

გაწვევას არ ექვემდებარებიან ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფი და აივის დიაგნოზის მქონე პირები.

განმარტებებში ასევე აღნიშნულია, რომ მობილიზაცია ეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსეთის მოქალაქეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g