კიევის ობოლონსკის რაიონულ სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პროშენკოს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სახელმწიფოს ღალატის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხავენ.
„ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პროშენკოს და ელჩ ელჩენკოს დავკითხავთ. ისინი ამ პროცესში ბოლო მოწმეები არიან ბრალდების მხრიდან“, – განაცხადა მთავარი სამხედრო პროკურატურის პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ.
ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის განხილვა 2017 წლის 4 მაისიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პროშენკო აპირებს, მონაწილეობა მიიღოს დანაშაულის გამოძიების პროცესში. „ბოროტება უნდა დაისაჯოს და ამიტომ, პირველად უკრაინის ისტორიაში, მივიღე გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესში მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა პროშენკომ.