LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა: არახამია

158
BeFunky-collage (7)

დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა – ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია საკუთარ Telegram-ის არხში წერს.

არახამიას განცხადებით, უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან მოძმე ერებად.

“ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით.” – აცხადებს არახამია

“საქართველოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა ჩვენი მხარდაჭერის ვიდეო მიმართვა 24 თებერვლამდეც ჩაწერეს, მაშინ როცა ბევრი ქართველი იბრძოდა უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე. ისინი უმრავლესობით უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით. მიზეზი კი მარტივია – ქვეყნის უმაღლეს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლით. დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ათწლეულების განმავლობაში სოლი ჩააგდონ. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პირადი სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს – არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება.” – აცხადებს არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები