უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო იუწყება.
უკრაინაში ბოლო დღე – ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, 4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 130 951 შემთხვევაა დაფიქსირებული.