ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გაათავისუფლეს.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.
გაიდაი განმარტავს, რომ შვიდივე დასახლებას უკრაინა სრულად აკონტროლებს.