LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის თავდაცვის უწყება: აგრესორმა დაასრულა საკუთარი ძალების გადაჯგუფება აღმოსავლეთში შეტევის დასაწყებად

163
უკრაინ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაასრულა საკუთარი ძალების გადაჯგუფება აღმოსავლეთში და მზად არის შეტევის დასაწყებად. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

„ამჟამად აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში შეტევის დასაწყებად. შემტევი ჯგუფების გაძლიერება დამატებითი რუსული შენაერთების გადმოსროლით განხორციელდა. ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

მოტუზიანიკის თქმით, ამავდროულად, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.

ერთნახევარჯერ გაიზარდა რუსული ავიაციის ოპერატიულ-ტაქტიკური ფრენები. ოკუპანტი ემზადება შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს სახმელეთო დერეფნის მდგრადობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიასთან“, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.

რუსეთ- უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები