LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უშიშროებამ კადიროვზე ძებნა გამოაცხადა

49
Untitled design

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უშიშროების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურში აღნიშნავენ, „კადიროვი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, ასევე აგრესიულ ომში მონაწილეობაში“.

„კადიროვმა მანამდე მოუწოდა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ და აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებდნენ მაშინაც კი, თუ რუსეთის „სპეცოპერაცია“ დასრულდებოდა“, – წერს უკრაინული მედია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g