LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს უარყოფითი შედეგები მოჰყვება: რუსეთი

403
მარია ზახაროვა

ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთი ეხმიანება. კრემლის თქმით, „უკრაინისა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს უარყოფითი შედეგები მოჰყვება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განმარტებით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიმბოლოა ბლოკის განზრახვისა, რომ ღრმად შეაღწიოს ყოფილ საბჭოთა კავშირში.

„უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ აგრძელებს დსთ-ს აქტიურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკურ დონეზე, რათა გამოიყენოს რუსეთის შეკავებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზახაროვას განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში გაფართოებით, ევროკავშირი უარს ამბობს დემოკრატიულ იდეალებზე „აღვირახსნილი გაფართოებისა და მეზობლების პოლიტიკური და ეკონომიკური დამონების გზით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g