LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინისკენ მიმავალი სატვირთო გემისთვის სროლა მეკობრული ქმედებაა, რასაც პასუხი გაეცემა“ – პოდოლიაკი

155
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინისკენ მიმავალი სატვირთო გემისთვის სროლა მეკობრული ქმედებაა, რასაც პასუხი გაეცემა, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდმა იძულებით გააჩერა სატვირთო გემი, რომელსაც იზმაილის პორტისკენ მშრალი ტვირთი მიჰქონდა.

მისივე თქმით, ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიცირებას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალი საერთაშორისო სამოქალაქო სატვირთო გემის დღევანდელი მიზნობრივი დაბომბვა და იძულებითი შემოწმება რუსეთის მიერ, არის საერთაშორისო საზღვაო სამართლის უპირობო დარღვევა, მეკობრეობა და დანაშაული სამოქალაქო გემების წინააღმდეგ. მომხდარი წარმოადგენს დანაშაულს მესამე ქვეყნის სამოქალაქო გემების წინააღმდეგ სხვის ტერიტორიულ წყლებში.

„კაპერის კანონის“ შემოღების ეს მცდელობის პრეცედენტი საჭიროებს მკაფიო სამართლებრივ ფიქსაციას, ყველა მონაწილე პირის დადგენას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ ფაქტის დანაშაულად აღიარებას. უკრაინა ხვალ აუცილებელ დასკვნას გამოიტანს და ოპტიმალურ პასუხს შეარჩევს”, – წერს პოდოლიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g