“გირჩის” წევრის, სანდრო რექვიაშვილის განცხადებით, თეორიულად უკრაინაში ვითარება უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი და იაპონია გახსნიან.
ეს განცხადება რაქვიაშვილმა, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც რუსი პოლიტოლოგი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს.
ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას სერიოზულად არ განვიხილავდი, რადგან მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს რომ მოეთხოვება და სხვა ვინმეს არა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ერკვევა შიდა ამბებში, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საუბარია რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განაცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა – „ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“.
“რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ? ეს როგორ წარმოუდგენიათ? ხომ ვხედავთ, ომი რას ნიშნავს? თუ ჩვენ თავდამსხმელები ვართ, ისე უნდა გავაკეთოთ, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და როგო შეიძლება ეს ჩვენგან მოითხოვონ? არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ” – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
სანდრო რაქვიაშვილის თქმით, თეორიულად, ჩინეთმა რომ მეორე ფრონტი გახსნას, ეს უკრაინას დაეხმარება.
“დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს, ყველა ხვდება, რომ ამაზე საუბარი არაადეკვატურია.” – აცხადებს რაქვიაშვილი
თუ მეორე ფრონტს ჩინეთი გახსნის. ეს უკრაინისთვის ხომ უფრო სერიოზული დახმარება იქნება? რატომ არ ხსნიან, მაშინ ჩინეთმა და იაპონიამ გახსნან მეორე ფრონტი. საქართველო ამ ნაწილში რითი გამოირჩევა, ყველაზე დიდი ჯარი გვყავს, ისეთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს რუსეთთან, რომ მაინც და მაინც ჩვენი დახმარებაა საჭირო? ანუ, ამას ჩინეთი ვერ გააკეთებს და საქართველოს უნდა მოსთხოვონ? ეს არაადეკვატურია და ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა