ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა.
ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილემ, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა.
“სხვადასხვა ციფრებია, ახლა არ დავაკონკრეტებ… 20-მდე სახალხო დეპუტატი არ არის უკრაინაში. ესენი არიან დეპუტატები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ თავისი არაპატრიოტული გამოვლინებები”, – განაცხადა კორნიენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, გაქცეული დეპუტატების გვარები ცნობილია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის და უწყება მათთან მიმართებით კოლაბორატორთა შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე იმოქმედებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე