LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო 4 პირობას ასახელებს

200
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხ პირობაზე საუბრობენ.

ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პუნქტების მიხედვით, ყველა პირობა უკრაინისთვის შესაბამისი შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს:

“რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭიროა სწორი პოზიცია და მას ოთხი 4 მარტივი კომპონენტი აქვს:

“1 – შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, რეაქტიული სისტემები და სარაკეტო კომპლექსები მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის გასანადგურებლად;

2 – საჰაერო თავდაცვითი სისტემები, უკრაინული ქალაქების თავდაცვის მიზნით;

3 – უპილოტო საფრენი აპარატები;

4 – კონტრშეტევისთვის საჭირო ჯავშანტექნიკა” , – აღნიშნულია პოდოლიაკის “ტვიტში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g