რუსეთმა იძულებით 1,4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა თავის ტერიტორიაზე – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა განაცხადა.
ლუდმილა დენისოვას თქმით, არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ეს დეპორტაციები რუსეთმა წინასწარ მოამზადა და რომ ოფიციალური მოსკოვი ორ მილიონზე მეტი უკრაინელის გაყვანას მოელოდა.
ცნობისთვის, გასულ თვეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანი რუსეთშია „ევაკუირებული“.