LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინულმა დრონებმა 900-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

264
უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით 900-ზე მეტი თავდასხმა და საბრძოლო მასალის ჩამოყრა განახორციელეს, მათ შორის სასაზღვრო ზონაში.

მათივე ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები.

„ღამის განმავლობაში, მტერმა გამოიყენა 48 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ჩვენი ჯარების პოზიციებს ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი 444-ჯერ გაუხსნეს, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 900 დარტყმა განახორციელეს და სხვადასხვა საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. მათ შორის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g