LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ქვეყანა დაკარგული გვაქვს.. მგონია, ამიტომაც ჩამოვიდა ახლა და არა რამდენიმე წლის წინ: ეკა დემეტრაძე სააკაშვილზე

2361
BeFunky-collage (52)

მსახიობი ეკა დემეტრაძე “ტვ პირველის” ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.

“მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ მოიმატა ყველაფერი გააშიშვლა. უკიდურეს კრიზისში შევედით, თუმცა ისედაც ვცხოვრობთ უკვე 9 წელია. ვხედავთ როგორი კორუმპირებული და სადისტურია დღევანდელი ხელისუფლება.

დრო გადის, უსმენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სერიოზულად ვერ აღიქვამ. ხელისუფლების წარმომადგენლები სიგიჟეებს გველაპარაკებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ და დაგვცინიან, ჩვენ კი ვღადაობთ ამაზე, იმისთვის რომ არ გავაფრინოთ. ამ სიცილ სიცილში გავიდა 9 წელი და კიდევ უფრო ღრმად შევდივართ ამ ჭაობში. უკვე ქვეყანა დაკარგული გვაქვს.. თუმცა ძალიან დიდი ხანია. რატომღაც მგონია, რომ ზუსტად ამიტომაც ჩამოვიდა ახლა და არა რამდენიმე წლის წინ”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები