თიკა ფაცაცია სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე დავით ანთელიძეა, რომელზეც 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ტელეწამყვანს ბედნიერი ოჯახი აქვს. თიკას ბიჭები ჰყავს, მათ შორის ანდრო ანთელიძე უფროსია. მან განათლება საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში მიიღო და კარგად საუბრობს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ის ახალგაზრდა საკალათბურთო მწვრთნელია. თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ სპორტის ამ სახეობას უთმობს, რომელთანაც მისი საქმიანობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ახლახან თიკამ 20 წლის ვაჟთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. დედა-შვილის ფოტომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„ულამაზესი დედა-შვილი“, წერენ კომენტარებში.