ტელეწამყვანსა და მომღერალს, თიკა ფაცაციას 18 ოქტომბერს 40 წელი შეუსრულდა. მან უამრავი მილოცვა მიიღო, როგროც ნაცნობებისგან, ისე უცნობებისგან და სამადლობელო წერილიც გამოაქვეყნა:
„მთავარია, როგორ უყვარხარ ადამიანებს ???და როცა ამას გამოხატავენ და გაგრძნობინებენ, ეს არის ყველაზე მეტი დღესასწაული, ყველაზე დიდი ზეიმი და უმაგრესი დაბადების დღე❤️❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს და კარგ მეგობრებს. ახლა მივხვდი, ბუმერანგი რა არის… როცა ერთად და ერთბაშად საყვარელი, ნაცნობი და ათი ათასობით უცნობი ადამიანი გიგზავნის სიყვარულის ოკეანეს…
მიყვარხართ ყველა ცალ-ცალკე, ვინც მაგრძნობინეთ თქვენი დამოკიდებულებები❤️❤️❤️ ღმერთო, მადლობა ამ სასწაულებისთვის!..“