თიკა ფაცაცია გვიზიარებს თავისი ერთი დღის ვიდეოს, სადაც ჩანს რეპეტიცია არჩილ სოლოღაშვილთან ერთად, შემდეგ „საქართველოს ხმის“ გადაღება „რუსთავი 2“-ში და ბოლოს შინ მისვლა, სადაც მისი ვაჟი, ანდრო ანთელიძე ხვდება დიდი ხნის უნახავ დედას და ოჯახის წევრებს.
შეგახსენებთ, რომ თიკას ვაჟი უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს, ამიტომაც მას მშობლები და ოჯახის წევრები იშვიათად ნახულობენ.
როგორც თიკა ვიდეოში ამბობს, ვაჟი ხუთი თვე არ ჰყავდა ნანახი, სანამ გუშინ შეხვდებოდა – „დღეს ბედნიერი დღეა, ცემი ანდრო ჩამოდის, 5 თვეა არ მინახავს“, აღნიშნავს თიკა.
