LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ისტორიით აღიწერება დათო, როგორც პიროვნება და როგორც ჩემი მხარდამჭერი…“ – თიკა ფაცაცია მეუღლის შესახებ პირველად ალაპარაკდა – რას ჰყვება დავით ანთელიძის შესახებ

2796
page

თიკა ფაცაცია „გვანცას პოდკასტს“ ესტუმრა და პირველად ვრცლად ისაუბრა მეუღლის, დავით ანთელიძის და მისი მხარდაჭერის შესახებ:

„ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვითარდებოდა მოვლენები. მეცვა დიდი თეთრი კაბა იატაკამდე. ცოცხალი სატელევიზიო ეთერი მიმყავდა, თინაობაზე. როგორც ხდება, დიდი ენერგიით ვარ და მიჭირავს მთელი დარბაზი. საკმაოდ გრძელი ეთერი იყო. როცა ვმუშაობ, ჩემი შვილები, როგორც წესი, ჩემს მეუღლესთან არიან. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი წასული იყო სტუმრად, კულისებიდან ვაკონტროლებდი და ვწერდი. რომ დასრულდა ღონისძიება, დათო კულისებში დამხვდა. დათოს საერთოდ არ უყვარს, რაღაცებს რომ ვყვები მასზე, ფოტოც არ მიჩვენებია არავისთვის. ამ ისტორიით აღიწერება დათო, როგორც პიროვნება და როგორც ჩემი მხარდამჭერი… მოკლედ, გამოვედი და დამხვდა დათო, კი გამიკვირდა. არა, ისე მოვედი, მოგაკითხეო… ორის წუთებია, დათო რატომ მოვიდა, ბავშვებს სძინავთ, რატომ დატოვა მარტო? მითხრა, ძაღლმა უკბინა ბავშვსო. სად უკბინა-მეთქი. თავზეო. ამას მაწვდის ისე, თითქოს მარტივი რაღაცააო. სად არის ბავშვი-მეთქი. საავადმყოფოშია და მოვედი, რომ წაგიყვანო, საოპერაციოა და ველოდებოდი ეთერის დასრულებას, რომ გცოდნოდა და შენი ნებართვაც გვქონოდაო. მე თეთრი გრძელი კაბით, ვგავარ გიჟს, ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან, მიშველეთ-მეთქი… ჩავჯექი მანქანაში. ბავშვი იყო ჩემს მეგობარ ლიკასთან, ნათლიასთან დატოვა და გამოიქცა. რომ მივედი, ბავშვი დამხვდა დაბინტული, ყველა მელოდება, რომ ვთქვა, ბავშვი ოპერაციაზე რომ წაიყვანონ. რომ ჩავეხუტე, თვითონ ბავშვი მებოდიშებოდა. რომ განერვიულე, ბოდიშიო… ექიმებმა გამომკითხეს, პირველად მიდიოდა ანესთეზიაზე, ხანგრძლივი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ბევრი ნაკერის დადება გახდა საჭირო. მე რომ ვყოფილიყავი, დათოს ავაფეთქებდი… რას ჰქვია, ჩემ გვერდით არ ხარ-მეთქი. სანამ არ დასრულდა ეთერი, არ გამაგებინა, ფაქტია, რომ იქ ვეღარ დავდგებოდი. ამას რამხელა ძალა უნდა, რომ ეს შენს თავზე აიღო, ასე ხელი შეუწყო სხვასაც და უსაფრთხოებაც შეუქმნა შენს შვილს.

დათოს და შენი პირადი ამბები ყოველთვის ცალკე და დაფარული იყო. რაც უფრო დაფარულია, ყველას აინტერესებს. დათო რომ გავიცანი, მინდოდა, რომ ყველას გაეცნო, დედას გეფიცები, თუ ვიტყუებოდე. მინდოდა მეთქვა, ნახეთ, თიკას რა მაგარი ქმარი ჰყავს-მეთქი. ეს არის იშვიათი ადამიანი და იშვიათი ურთიერთობა, რომელსაც ასეთი უპირობო მხარდაჭერა აქვს შენი კარიერული წინსვლისთვის…

ნამდვილად ასეა. ყველაფერზე მისი აზრი მაინტერესებს. რად უნდათ ჩემს შვილებს ჩემი რჩევა, ასეთი მამა რომ ჰყავთ. პირველ რიგში, რა მამა ავურჩიე ჩემს შვილებს… „არ გაჩერდეს“ კლიპის იდეის და ფორმატის ავტორი არის დათო. მაშინაც არ უნდოდა ამის აფიშირება, მაგრამ რადგან ამდენი მოვყევი, ამასაც ვიტყვი. მას არ უყვარს საჯაროობა, ჩემთვის ადამიანის კომფორტი მნიშვნელოვანია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები