LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი სოფელი ვანში გოგირდის გეიზერებით, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია [ფოტოები]

29527
65763008_318697005750387_7063826475715133440_o

ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ამ ულამაზეს ადგილზე, ბევრმა ქართველმა არაფერი იცის. ეს სოფელი დიხაშხოა, ულამაზესი ბუნებით, სამკურნალო გოგირდის გეიზერებით, ბუნებრივი აუზებით და საოცარი ჩანჩქერებით.

დიხაშხო იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე მდებარეობს – ზღვის დონიდან 180 მეტრზე და ვანიდან 6 კმ-ში.

როგორც “ფორტუნას” ვანის ტურიზმის ცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობისგან ნებართვას ელიან, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავონ და ტურისტული ნიშნები განათავსონ.

რაც შეეხება ტურისტების ადგილზე მიყვანას, ცენტრში გვითხრეს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ვანის ტურიზმის ცენტრში მივა, გზას მიასწავლიან და გიდობასაც გაუწევენ. ადგილზე მყოფებს შეულიათ ტურიზმის ცენტრს ამ ნომერზე ეკონტაქტონ: 599050089

დიხაშხოს ჭალა მიდამოებში ამოიედინება დიაშხოს გოგირდოვანი აბანო, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებში.

თემის ცენტრია ისრითი, ციხისუბანი, ლაბაჯოური.

გარდა ამ ულამაზესი ადგილისა, სოფელში მდებარეობს ვაშლარას მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1510 ადამიანი ცხოვრობს. ისტორიულ წყაროებში ეს სოფელი პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.

mazda magti 5g