LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმა თურმანისა და ენდი მაკდაუელის ქალიშვილებმა დედები დაჩრდილეს (ფოტო)

950
margaret-maia

ახალგაზრდა მსახიობები, მაია ტურმან-ჰოუკი და მარგარეტ კოული ქეუნეტინ ტარანტინოს ფილმის, „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერაზე გამოჩნდნენ. პირველი წითელ ხალიჩაზე მაია ტურმან-ჰოუკი გამოვიდა, რომელიც ბრწყინავდა შავი ფერის პიჯაკსა და შარვალში, ანსამბლი კი თეთრი ფერის კორსეტთან ჰქონდა შეხამებული. უმა თურმანისა და იტან ჰოუკის 21 წლის ქალიშვილი ქუენტინ ტარანტინოს ფილმში პირველად მონაწილეობს. ის ცნობილი სერიალის, „უცნაური ამბების” ვარსკვლავია.

რაც შეეხება მარგარეტ კოულს, ის პრემიერაზე „პრადას“ ცისფერ კაბაში ბრწყინავდა, რომელიც ვერცხლისფერი დეკორაციებით იყო გაფორმებული. ენდი მაკდაუელის უმცროსი ქალიშვილი ქუენტინ ტარანტინოს ფილმის გარდა, ცნობილი სერიალის, „ფოსი/ვერდონის“ მთავარი გმირია და ის წელს „ემიზე“ არის ნომინირებული. მედია წერს, რომ ენდი მაკდაუელისა და უმა თურმანის ქალიშვილებმა პოპულარული დედები დაჩრდილეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g