რამდენიმე საათის წინ, კინოსამყაროში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, კანის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა, რომელიც 27 მაისამდე გაგრძელდება.
წითელ ხალიჩაზე უმა თურმანი 21 წლის ვაჟთან, ლევონ თურმან-ჰოუკთან, ერთად გამოჩნდა. ვარსკვლავური დედა-შვილის მსგავსებამ დიდი აჟიოტაჟ გამოიწვია. 53 წლის მსახიობი ვაჟთან ერთად ბევრს პოზირებდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, უმა თურმანს ითან ჰოუკთან ორი შვილი ჰყავს, წყვილი 1998-2005 წლებში იყო დაქორწინებულები.
უმა თურმანისა და სემუელ ელ ჯექსონის ემოციური შეხვედრა 28 წლის შემდეგ