LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმდიდრესი ადამიანი, რომლის კომპანიასაც მოგება რეკორდულად გაეზარდა, თანამშრომლებს ბონუსად $46,6 მილიონს გადაუხდის

242
1633728688646

დანიის უმდიდრესი ადამიანი – ანდერს ჰოლხ პოვლსენი საკუთარ თანამშომლებს ერთ თვეში ბონუსის სახით $46,6 მილიონს გადაუხდის. როგორც Bloomberg წერს, პოვლსენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის კომპანიას მოგება რეკორდულად გაეზარდა.

როგორც ცნობილია, ჰოლხ პოვლსენი ტანსაცმლის კომპანია „ასოსის“ უმსხვილესი აქციონერია. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ქსელ „ბესტსელერს“. მოგების რეკორდული ზრდა სწორედ კომპანია „ბესტსელერს“ ეკუთვნის, რომლის 17,000 თანამშრომელი, ბონუსის სახით, ჯამში 300 მილიონ კრონს ($46,6 მილიონს) მიიღებს.

Bloomberg -ის ინფორმაციით, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში 3,61 მილიარდი კრონის წმინდა შემოსავალი დააფიქსირა. ეს თითქმის ცხრაჯერ მეტია, ვიდრე წინა ფისკალური წლის შემოსავალი, როდესაც პანდემიამ კომპანიას მაღაზიების დახურვა აიძულა.

აღსანიშნავია, რომ ანდერს ჰოლხ პოვლსენი $10,9 მილიარდიან ქონებას ფლობს. ის დანიაში უმდიდრესი ადამიანია.

ქართველი მკითხველისთვის ანდერს ჰოლხ პოვლსენის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წელს, როდესაც მისი ოთხი შვილიდან სამი შრი-ლანკაში ტერაქტების სერიას ემსხვერპლა. ოჯახი შრი-ლანკაში სააღდგომო შვებულებას ატარებდა. შრი-ლანკაში 2019 წლის 21 აპრილს განხორციელებულ კოორდინირებულ თავდასხმას 290 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების სერია ეკლესიასა და ძვირადღირებულ სასტუმროებში განხორციელდა. პოლიციამ თავდასხმასთან კავშირში 24 ადამიანი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g