LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს

62

რა ფორმატის, შინაარსის და თანმიმდევრობის იქნება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, უმრავლესობა კონსულტაციებს ამასთან დაკავშირებით დღეს დაიწყებს. ეკა ბესელიას თქმით, შესაძლოა, გარკვეული სახის დებატებიც მოეწყოს.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები, თუმცა, იმის გამო, რომ ზედმეტი ინსინუაციები აგვერიდებინა თავიდან, ითქვა, რომ შეიძლება პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში იყოს დაშვებული ასეთი ფორმის დებატი. როგორი, რა შინაარსის და თანმიმდევრობის იქნება, ამაზე გვექნება მსჯელობა ხუთშაბათამდე. დღეს დავიწყებთ კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით ფორმატზეც, შინაარსზეც და თანმიმდევრობაზეც”, – განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები