LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ, ყველას მოგვხვდა.. მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე“ – ბექა ოდიშარია

190
ბექა ოდიშარია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ, ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია – ბევრს გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა, ემანდ, პირიქით არ გამოვიდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა და ყველა მხარეს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

„არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროპაში, ღირსებით. ახლა გციტირებთ თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], რადგან თქვენ იქეცით ფლაგმანად, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ კანონპროექტზე და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო დამშვიდებისკენ. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება და ამაში მკაცრი და ჯანსაღი იქნება.

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ – უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით – ალეკო ელისაშვილი

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა. ე, მანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით, პირიქით წახალისება. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მიუხედავად ამისა, მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა სახელი ყველაფერს უნდა დაერქვას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე ნახეთ

„გავილახე? მეტად გავილახები, კაცო, უარესად გავილახები, არა უშავს, საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: „პუბლიკა“

პოპულალურები