“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა, სადაც პრემიერობის კანდიდატი უნდა დაასახელონ, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულთა აქციის ფონზე იმართება.
მათი მთავარი მოთხოვნა კომპენსაციის მიღება და “ბავშვთა სამყაროს” ყოფილი დირექტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა. მათი თქმით, ხელისუფლება მათი მდგომარეობით არ ინტერესდება. დაზარალებულები ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.