LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პოლიციის რეალური დეპოლიტიზირებისა და გამჭვირვალობისთვის: EMC გომელაურის მოხსენებაზე

64
FORTUNA.GE- (2)

“2020 წლის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა იყო უკიდურესად დახურული და მისი წარმომადგენლები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ჩართულობას უწყების საქმიანობის დაგეგმვლის/რეფორმირების პროცესში. სამინისტროს მხრიდან სრულიად შეჩერებული იყო სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გასატარებელ რეფორმებზე;”- შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში, ვრცელი მიმართვით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

EMC შსს-ს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიციის რეალური დეპოლიტიზირების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის:

  • უზრუნველყოს სისტემის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. აგრეთვე დაიწყოს პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე მუშაბა;
  • წარმოადგინოს საგამოძიებო სისტემის რეფორმის კონკრეტული ხედვა და მისი შემუშავების პროცესში უზრუნველყოს დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა;
  • დანაშაულთან ბრძოლის და საპოლიციო პრევენციის პოლიტიკა არსებითად დაეფუძნოს მოქალაქეებთან თანამშრომლობის და ურთიერთნდობის პრინციპებს;
  • უზრუნველყოს დანაშაულის სტატისტიკის სრულყოფილად და ზუსტად წარმოება. ხოლო კრიმინოგენული ვითარების შესაფასებლად, რეგულარულად აწარმოოს სათანადო კვლევები, რომლებიც სრულყოფილ სურათს მოგვცემს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა იყო უკიდურესად დახურული და მისი წარმომადგენლები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ საზოგადოების ჩართულობას უწყების საქმიანობის დაგეგმვის/რეფორმირების პროცესში. სამინისტროს მხრიდან სრულიად შეჩერებული იყო სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გასატარებელ რეფორმებზე.

როგორც EMC-ში აცხადებენ, მინისტრობის კანდიდატის სიტყვიდან მნიშვნელოვანი გამოწვევები სრულად იყო იგნორირებული, ნაწილი საკითხებისა კი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო ნაჩვენები:

უწყების დეპოლიტიზირება – დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა პოლიტიზირების მაღალი ხარისხია, რაც გამოწვეულია შინაგან საქმეთა მინისტრის ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლებით როტორც ადმინისტრაციულ საკითხებზე, ისე ოპერაციულ (საპოლიციო/საგამოძიებო) საქმიანობაზე;

ძალის გადამეტების პრევენცია – მნიშვნელოვან პრობელად რჩება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება. ამაზე საპასუხოდ, სამინისტროს ამ დრომდე არ გააჩნია არასათანადო მოპყრობის ერთიანი სტრატეგია. აგრეთვე არაეფექტურია უწყების გენერალური ინსპექცია, რომელიც ვერ სარგებლობს საკამრისი ფუნქციური დამოუკიდებლობით და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე, სამართლიან დისციპლინირებას პოლიციის მუშაკების მიმართ.” – აღნიშნულიამიმართვაში.

ორგანიზაციაში ასევე საუბრობენ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე და აღნიშნავენ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გადადგმულა ერთი ქმედითი ნაბიჯიც კი რეფორმის პროცესის საჯაროდ ინიცირებისთვის. აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე დროულად დაიწყოს ღია სამუშაო პროცესი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

EMC მიიჩვენს, რომ არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კუთხით სამინისტროს მხრიდან მეტად სისტემური ნაბიჯებია საჭირო, რაც გულისხმობს პოლიტიკის დონეზე ისეთი მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას, რომლის პირობებშიც გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მისი სოციალური, ეკონომიკური საჭიროებები.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია პრევენციასა და კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკაზე – “აღნიშნულ საკითხებზე მინისტრის გამოსვრითადი აქცენტი კეთდება კვლავაც კონტროლის და უსაფრთხოების იდეაზე. ვახტანგ გომელაური არ გვთავაზობს საპოლიციო პრევენციის და კრიმინალთან ბრძოლის ახლებურ ხედვას, სადაც აქცენტი დასმული იქნება პოლიციის მიმართ ნდობასა და მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე”.

რაც შეეხება, დანაშაულის სტატისტიკასა და კრიმინოგენულ ვითარებას – მონიტორინგის ცენტრში მიაჩნიათ, რომ რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა, ან კლება ავტომატურად არ ნიშნავს კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებას თუ გაუარესებას.

“პანდემიის შედეგად გაუარესებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, საჭიროა მეტი ინფორმაცია და დასაბუთება, რის ხარჯზე მცირდება აღნიშნული დანაშაულების სტატისტიკა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვანი საპოლიციო რესურსი პანდემიასთან დაკავიშრებულ საქმიანობაზე იყო მიმართული. დანაშაულის სტატისტიკა რომ კრიმინოგენული ვითარების შეფასებისთვის არასაკმარისია, ამას თავად 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა მკვლელობის მცდელობა, მაგრამ 11%-ით გაიზარდა მკვლელობის დანაშაული.” – აცხადებენ EMC-ში.

პოპულარულები