“უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას იმაზე, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ.” – ასე მიმართა ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციას და საზოგადოებას მოუწოდა, 18:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ.
სამადაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ საეჭვოა, მათი გზავნილების გარეშე, ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა შეძლოს:
“მოვუწოდო თანამოქალაქეებს საღამოს 18:00 საათზე შეიკრიბონ პარლამენტთან. ასევე მივმართავ ოპოზიციას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას იმაზე, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ. პირველი ეტაპი არის დებატები, შემდეგ ხელისუფლების გადაყენების პროცესს დავიწყებთ.
მივმართავ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას: ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შევიდა და მათი სერიოზული გზავნილების გარეშე, ეჭვი მეპარება, შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა. პრემიერის გადადგომის გარდა ამ პრობლების გადაჭრის გზა არ არსებობს.” – თქვა სამადაშვილმა.
