ნებისმიერი უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად, ნებისმიერ ადამიანს თავისი გზა და ხერხი აქვს, თუ როგორ მოიძიოს თანხები. ხშირ შემთხვევაში, არავის აქვს ერთიანი დიდი რაოდენობის თანხა. ამ მიზეზით, ზოგი იწყებს თანხის შეგროვებას, რაც დროის რესურსს სრულებითაც ვერ აზოგინებს მომხმარებელს. ზოგ შემთხვევაში კი, ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც საჭირო რაოდენობის ერთიან თანხას აძლევენ მომხმარებლებს სასურველი ქონების შესაძენად. ამის სანაცვლოდ კი, მომხმარებლები პერიოდულად, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ საფინანსო ორგანიზაციებს უბრუნებენ თანხას.
ავტომობილის შეძენა ზემოთ აღწერილი პროცესების კლასიკური მაგალითია. საუკეთესო შემთხვევაა, თუკი მომხმარებელს ამ ქონების შესაძენად ერთიანი თანხა აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება და საუკეთესო გამოსავლად ისევ საფინანსო ორგანიზაციების ხელშეწყობა გვრჩება.
ახალბედა მძღოლებს, რომლებსაც ჯერ მანაქნების ყიდვა-გაყიდვის დიდი გამოცდილება არ აქვთ, ავტომობილისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად ალბათ, უპირველესად ავტო სესხი ახსენდებათ. ავტო სესხიც მანქანის სწრაფად შეძენის ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა იმ პირობებით, რასაც ავტო სესხი სთავაზობს მომხმარებლებს და დამატებით კიდევ უფრო ბევრი კომფორტული პირობით, მანქანისთვის ერთიანი თანხის მოძების არაჩვეულებრივი საშუალებაა ავტო ლიზინგი.
ავტო ლიზინგის შესაძლებლობას ქართულ ბაზარზე დღეს მოგო იძლევა და მოდით, უფრო დეტალუარდ განვიხილოთ ავტო სესხი და ავტო ლიზინგი. რა უპირატესობა აქვს თითოეულს?
რა სამომხმარებლო პირობებს უკავშირდება ავტო სესხი?
ავტო სესხი არის სერვისი, რომელიც მანქანის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სწრაფად და მარტივად შეიძნონ სასურველი მანქანა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ სერვისით სარგებლობის პირობებია. ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის, ავტო სესხისთვის საჭირო არაა თანამონაწილე. სესხის გამცემი კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ნებისმიერი სახის შემოსავლის წყაროს. მომსახურეობას კი არ ახლავს საკომისიო. მთლიანობაში კი ავტო სესხით სარგებლობა სწრაფი და მარტივი პროცესია.
აწყობს თუ არა მომხმარებელს ისარგებლოს ავტო ლიზინგით მაშინ, როდესაც ავტო სესხის აღება სურს?
ლიზინგი მოიცავს თითქმის ყველა იმ პირობას, რომელიც ზევით, ავტო სესხის დახასიათებისას გაჟღერდა და დამატებით ისეთ დეტალებს, რომლებიც მომხმარებლისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ეტაპზე, როდესაც არჩევანს ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის აკეთებს.
რა უპირატესობები შეიძლება აღმოჩნდეს ავტო ლიზინგს?
სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში, ავტო სესხის ყველაზე ხშირად გავრცელებული პირობები რომ შევადაროთ მოგოს ავტო ლიზინგის პირობებს, დავინახავთ შემდეგ სურათს:
- ლიზინგით სარგებლობისთვის მოგოსგან მანქანის შესაძენად 100 000 ლარის მიღებაა შესაძლებელი, ავტო სესხის ფარგლებში კი, როგორც წესი, მაქსიმუმ 70 000 ლარი.
ეს შესაძლებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიღაცისთვის შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს საფინანსო ორგანიზაციისგან მისაღები თანხის ეს სხვაობა.
- საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული თანხა მოგოს ლიზინგის შემთხვევაში შეიძლება გადანაწილდეს 84 თვეზე, ავტო სესხის შემთხვევაში კი, ძირითადად, მიღებული თანხის უკან დაბრუნების მაქსიმალური დრო 70 თვეა.
- რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ხშირად ლიზინგი ბევრად უკეთეს პირობებს სთავაზობს მომხმარებელს, ვიდრე ეს ავტო სესხის შემთხვევაშია.
- მოგოს ლიზინგს ასევე მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები აქვს, რაც გაუთვალისწინებელ სიტუაციებში და საჭიროების შემთხვევაში გულისხმობს ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას, თანხის გადახდის თარიღის ცვლილებას, მიმდინარე გადახდის თარიღის გადავადებას და ა.შ.
R