LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ახალი წლის დღესასწაული: ამირან გამყრელიძე

149
Ამირ.გამყრელიძე

„უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ახალი წლის დღესასწაული“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს, ადამიანებმა დიდ შეკრებებს თავი უნდა აარიდონ და ყველგან გამოიყენონ პირბადე.

„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g