LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„UNESCO“-მ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა – სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული: ნიკა სიმონიშვილი

139
სიმონიშვილი

„UNESCO“-ს მიერ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია

როგორც სიმონიშვილი წერს, შსს საქმის გამოძიების ნაცვლად, საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ხოლო მთელი სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული.

„UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, მკვლელობის თარიღად კი 5 ივლისი მიუთითა.

ამასობაში შსს საქმის გამოძიების ნაცვლად, საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ხოლო მთელი სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g