უნგრეთმა და საქართველომ ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე მოქალაქეების შეუფერხებლად მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაციის სერტიფიკატი აქვთ, მოგზაურობისას კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ მოუწევთ.
აღნიშნული შეთანხმება ძალაში მიმდინარე კვირას შევა.