დღეს ანიმაციური ფილმის შექმნა ბევრად მარტივია სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების დახმარებით. წლების წინ კი, „დისნეის“ ანიმატორთა წინაშე ამოუხსნელი ამოცანა იდგა. თითოეული პერსონაჟის შექმნაში უდიდესი დრო და ენერგია მიდოდა. მოდით ერთად ვნახოთ უნიკალური ფოტოები, თუ როგორ მუშაობდნენ ძველად ანიმატორები და როგორ შექმნეს ალისას ანიმაცია, ცნობილი მულტფილმისთვის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. პატარა გოგონა, რომელიც ალისას პროტოტიპი გახდა, კეტრინ ბომონტია.
23-24 წამიანი ვიდეოს დახატვას ანიმატორები ერთ კვირას ანდომებდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ „დისნეის“ ანიმაციური ფილმები საათზე მეტხანს გრძელდება, ადვილი წარმოსადგენია, რა შრომაა ჩადებული მათ შექმნაში. კეტრინ ბომონტი უოლტ დისნეიმ 10 წლის ასაკში გაიცნო და მისი აკრობატული მონაცემებით მოიხიბლა. გოგონა საათობით პოზირებდა სხვადასხვა ფორმაში ანიმატორებისთვის. სწორედ ის ახმოვანებდა საკუთარ პერსონაჟებსაც ალისასა და პიტერ-პენში. კეტრინი მოგვიანებთ დამწყები კლასების მასწავლებელი გახდა და სკოლაში 30 წელი იმუშავა.