LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

United Airlines შტატების ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სამეულში მოხვდა

31

United Airlines შტატების ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სამეულში მოხვდა. სააგენტო „ACSI”-მ მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შესწავლით საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა, სკანდალური United კი წელს ყველაზე ცუდთა სამეულში მოხვდა.

100 ათასი ამერიკელის გამოკითხვის შემდეგ ავიახაზების მუშაობა მხოლოდ 70 ქულით შეფასდა, თუმცა ყველაზე ცუდის სტატუსი მან მაინც ვერ მიიღო. წელს ამერიკელები ყველაზე უკმაყოფილო დაბალბიუჯეტიანი – Spirit Airlines-ის მომსახურებით დარჩნენ და მას 61 ქულა მიანიჭეს. ყველაზე ცუდთა მეორე ადგილს კი 63 ქულით ასევე დაბალბიუჯეტი გადამზიდი – Frontier Airlines იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები