LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო სატვირთომ 1450 კილომეტრი იმაზე 10 საათით უფრო ნაკლებ დროში გაიარა, ვიდრე ამას ადამიანთან ერთად გააკეთებდა

80
tusimple

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Tusimple, რომელიც ავტონომიური მართვის სისტემების შექმნითაა დაკავებული, თავისი ტექნოლოგიის ეფექტურობა აჩვენა. კომპანიამ საზამთროებით დატვირთული სატვირთო არიზონიდან ტეხასში გაგზავნა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ავტოპილოტმა დანიშნულების ადგილამდე იმაზე ბევრად უფრო სწრაფად ჩააღწია, ვიდრე საჭესთან ადამიანის ჯდომის შემთხვევაში ჩავიდოდა.

უპილოტო ტექნოლოგიები ტვირთის გადაზიდვის სერვისის ეფექტურობას გაზრდის და ამას კომპანია Tusimple თავისი ტექნოლოგიებით ამტკიცებს. ერთ–ერთი ასეთი მაგალითის დროს სტარტაპი ხილ–ბოსტნეულის გადამზიდ კომპანიას შეუამხანაგდა და საზამთროს პარტია ერთი შტატიდან მეორეში გადაიტანა. საწყის და საბოლოო წერტილებს შორის დისტანცია 1450 კილომეტრი იყო.

ექსპერიმენტის დროს სატვირთოში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იმყოფებოდა, თუმცა გზის დიდი ნაწილი მანქანამ ავტოპილოტის დახმარებით გაიარა. როგორც წესი, ასეთ მოგზაურობას 24 საათი და 6 წუთი სჭირდება, თუმცა Tusimple–მ დავალებას თავი 14 საათსა და 6 წუთში გაართვა. ანუ მგზავრობის დრო 42%–ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უპილოტო სისტემები გადაზიდვების სფეროში ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები