LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო სისტემას საგზაო ნიშნების უკეთ ცნობა ასწავლეს

101
crsnwsautt

ამერიკულმა კომპანია Waymo–მ რომელიც უპილოტო სისტემების წარმოებითაა დაკავებული, სულ ახალი მეხუთე თაობის ავტოპილოტი წარადგინა. სიახლეს საგზაო ნიშნების ცნობა უკვე ნახევარ კილომეტრიან მანძილზე შეუძლია.

ახალი სისტემის პლატფორმად ელექტრონული კროსოვერი Jaguar I-Pace შეარჩიეს. ავტომობილი შესაბამისი გადამცემებით აღჭურვეს. სახურავზე დამონტაჟებულ რადარს 300 მეტრამდე მანძილის შეთვალიერება შეუძლია, ავტომობილის გარშემო განთავსებულ კიდევ ოთხ გადამცემს კი გარემოს უფრო დეტალური შესწავლა ევალება.

სისტემა 29 კამერითაცაა აღჭურვილი და მათ შორ მანძილზე არსებული ობიექტების ამოცნობა ევალებათ.

ტესტ–დრაივის დროს ავტომობილმა 500 მეტრის მანძილზე არსებული საგზაო ნიშნების შემჩნევა შეძლო. დღესდღეობით კი ეს მაჩვენებელი უპილოტო ავტომობილებისთვის ნამდვილად რეკორდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები