LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპირველესი ინსტრუქცია, რაც პრემიერისგან მივიღე, გადაწყვეტილების მიღება მეტი ჩართულობით მოხდეს, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის – მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა“ – ჯანდაცვის მინისტრი

128
მიხეილ სარჯველაძე

„უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა.

„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის.

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

მაქსიმალური გახსნილობა, ეს არის მთავარი მახასიათებელი ჩვენი მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, დრო დამჭირდება არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ამის მიხედვით შემეძლება კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ყველა შემდგომი გადაწყვეტილება, პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე დაშენდება.

„მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების ცვლილებას, სარჯველაძემ უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება, საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები