„მონოლით ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 11 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია. მას დასრულებული აქვს 9 საცხოვრებელი სახლი და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
„მონოლით ჯგუფს“, თებერვლის ბოლომდე, ორი მიმდინარე პროექტის – „მონოლით გრინ სითისა“ და „მონოლით ეთნო სითის“ ფარგლებში, მომავალი მობინადრეებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს.
თამუნა როსტიაშვილი, „მონოლით ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი:
– „მონოლით გრინ სითი“ თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს. ცხადია, ადგილმდებარეობა კომპლექსს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო კუთხით. კომპლექსი გაშენებულია 12 ჰექტარზე და 21 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, შესაბამისად, ნაწილი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაშიცაა შესული, დანარჩენი ნაწილი კი რამდენიმე კვირაში, მარტის ბოლოს დასრულდება.
„მონოლით გრინ სითის“ ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სკვერები, დენდროლოგიური ბაღი, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და საცურაო აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, პადელის მოედანი, მიწისქვეშა პარკინგი.
„მონოლით გრინ სითის“ მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას. საცხოვრებელი კომპლექსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ბინების ფართი 40 კვ.მ-დან იწყება.
„მონოლით გრინ სითიში“ ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, თუმცა დასრულებულ, ექსპლუატაციაში შესულ ბლოკში 5 ბინაზე გვაქვს არნახული შემოთავაზება – კვ.მ-ი მხოლოდ 980 დოლარად, სართულისა და ხედის განურჩევლად. ბინაში რემონტის ხვალვე დაწყებაა შესაძლებელი. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც მარტის ბოლოს სრულდება, აქ ბინების უფრო მრავალფეროვანი არჩევანია (ფართობი, სართული, ხედი) და კვ.მ-ის სპეციალური ღირებულება 980 დოლარიდან იწყება.
პროექტის „მონოლით ეთნო სითი“ მშენებლობა სულ ნახევარი წელია, რაც დავიწყეთ. ის ასევე ისტორიულ უბანში, კრწანისში მდებარეობს და მას ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი იერსახე ექნება. კომპლექსი მოიცავს 6 სართულიან 8 საცხოვრებელ ბლოკს. მას ექნება გამწვანებული ეზო ხეივნებით, სასეირნო და სოციალური სივრცეები, სპორტული და საბავშვო მოედნები, სკოლა და ბაღი, სამუშაო სივრცე, შიდა პარკინგი.
„მონოლით ეთნო სითიში“ ბინების ფართი 51 კვ.მ-დან იწყება. აქაც განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს – ნებისმიერ ბინაზე 11% ფასდაკლება (რაც აბსოლუტურ ციფრში საკმაოდ ბევრია) და 0%-იანი შიდა 17 თვიანი განვადება, პირველადი შენატანის გარეშე. ანუ მომხმარებელი სარგებლობს როგორც ფასდაკლებით, ასევე მასზე მორგებული შიდა განვადების პირობებით.
აღსანიშნავია, რომ „მონოლით ჯგუფს“ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები აქვს სამომავლოდაც. მალე დავაანონსებთ ახალ პროექტს, რომელსაც ასევე კომპლექსის სახე ექნება. ის დიღომში აშენდება.