LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო პროექტი აჭარის ისტორიაში – ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა იწყება (ფოტოები)

669
acharaqobuleti12

ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი აჭარის ისტორიაში – ქობულეთში ევროპული კაპიტალით „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა იწყება. პროექტი აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს.

,,მწვანე ქალაქის” პროექტში გათვალისწინებულია: გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტს „გრინ რეზორტი“ განახორციელებს. კომპანია მშენებლობის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები