LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქმე დღეები არ გაგრძელდება – კომენდანტის საათი ძალაში რჩება

123
უქმე დღეები

ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან  აღარ გაგრძელდება.  ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უქმე დღეების დროს დაწესებული შეზღუდვები, შესაბამისად,  13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება და ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა

“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები